პელეგრინის პრეს-კონფერენცია
მადრიდის "რეალის" თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა.
"ჩემმა გუნდმა "ალმერიას" წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა. ამ გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და თავიანთი ძალები ყველას აჩვენა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სამი ქულა ავიღეთ და ბრძოლას ვაგრძელებთ."
"თუ ტიტულს მოვიგებთ ძალიან გახარებულები ვიქნებით. მადრიდის "რეალსაც" და "ბარსელონასაც" გატანილი გოლების ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვთ. ორივე გუნდი ბოლო მატჩამდე იბრძოლებს ჩემპიონობისთვის."
"ყოველი შემდეგი მატჩი უფროდაუფრო რთული გვეჩვენება და ეს ასეც არის. "ვალენსია" ძალიან კარგად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში. მათ ჰყავთ დიდებული ფეხბურთელები. თუმცა ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ."
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 17 აპრილი 2010
- 1 750
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.