რობენის რომაში გადასვლა გამორიცხულია
არიენ რობენის რომაში გადასვლა გამორიცხულია, ჰოლანდიელი გარემარბი შესაძლოა აიბარგოს სამეფო კლუბიდან მაგრამ ის არ გადავა რომაში, რადგან მას არ მოსწონს სერია "A" და იტალიური ფეხბურთის სტილი.
მოგეხსნებათ, რომა დაინტერესებული იყო არიენის შეძენით, ისინი მზად იყვნენ გადაეხადათ 23 მილიონი ევრო, ეს მათთვის მართლაც დიდი თანხაა მაგრამ დაინტერესება მართლაც დიდი იყო და ისინი გაიღებდნენ ამ თანხას.
არიენ რობენმა კომენტარი გააკეთა დაინტერესებასთან დაკავშირებით. ,,მე რეალის ფეხბურთელი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ, თუ მაინცდამაინც გამიშვებენ კლუბიდან, მე არ წავალ სათამაშოდ იტალიაში, რადგან მე არ მომწონს მათი სტილი, მე ვერ მოვერგები მათ ფილოსოფიას, მირჩევნია კარიერა გერმანიაში ან ინგლისში გავაგრძელო, მაგრამ ვიმეორებ, ესპანეთში თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნებაა და არ მსურს რეალის დატოვება, მე აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ” - განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.
ამ განცხადების შემდეგ რომა სავარაუდოდ აღარ იბრძოლებს რობენის ხელში ჩასაგდებად, ამიტომ მთავარი ფავორიტი ხდება მანჩესტერ სიტი, რომელიც 27 მილიონ ევროს გაიღებს მის სანაცვლოდ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ერთი რამ ფაქტია, რეალიდან 4 ფეხბურთელი უნდა წავიდეს და დიდი შანსია, რომ ამ 4 ფეხბურთელში რობენიც გაერიოს.
- 5 აგვისტო 2009
- 1 501
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.