„ოპერაცია გაყიდვები“ - „რეალმა“ გადაწყვეტილება მიიღო
„ას“ გვაუწყებს, რომ მადრიდის „რეალი“ გაყიდვების ოპერაციას იწყებს...
ფლორენტინო პერესი უახლოეს კვირებში ლუკა მოდრიჩთან მოლაპარაკებებს გეგმავს. ხორვატ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიზუს მისი დარჩენა სურს.
სამაგიეროდ კლუბიდან აიბარგებიან გარეთ ბეილი, ისკო ალარკონი და ტონი კროოსი.
მადრიდში კროოსის წლევანდელი გამოსვლით უკმაყოფილოები არიან და მანჩესტერ „სიტის“ 100 მილიონიან წინადადებას აქტიურად განიხილავენ.
მეორე ვარიანტის მიხედვით, პერესი ტონის „პსჟ“-ში ტრანსფერზეც მუშაობს, თუმცა ამ შემთხვევაში, გერმანელი კილიან მბაპეს დასამატებლად იქნება გამოყენებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ვალენსიასთან“ საშინელი თამაშისა და მარცხის შემდეგ, ფლორენტინო პერესმა რადიკალურ ზომებს მიმართა.
- 5 აპრილი 2019
- 5 278
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.