დე ლიხტისთვის ბრძოლა გრძელდება
რაფაელ ვარანის გამო მადრიდის „რეალს“ კიდევ ერთი მცველის დამატებაზე ფიქრი უწევს. ედერ მილიტაოს ტრანსფერის ერთი შეხედვით ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ვარანის წასვლის შემთხვევაში გუნდის დაცვითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდება, ამიტომ საჭიროა კიდევ ერთი ცენტრალური მცველის ყიდვა...
ფლორენტინო პერესს და ზინედინ ზიდანის აიაქსელი დე ლიხტი ძალიან მოსწონთ, მაგრამ ესპანური გამოცემები იუყწებიან, რომ ჰოლანდიელისთვის ბრძოლაში ფავორიტის სტატუსით კატალონიის „ბარსელონას“ სარგებლობს.
საქმეს ისიც უშლის ხელს, რომ დე ლიხტი დე იონგის ძალიან ახლო მეგობარია, ისინი წლების მანძილზე კავშირში არიან ერთმანეთთან. დე იონგი უკვე „ბარსელონას“ საკუთრებაა და მაქსიმალურად ცდილობს, უახლოესი მეგობრის „ბარსელონაში“ გადასვლაზე დაყოლიებას.
ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული მცველის ფასი 80 მილიონ ევროს უტოლდება.
- 31 მარტი 2019
- 2 352
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.