რეგილონი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს
ზინედინ ზიდანის „რეალში“ დაბრუნების შემდეგ ნდობის მანდატი კვლავ მარსელომ მიიღო...
სერხიო რეგილონი სათადარიგოთა სკამზე გადაიანცვლებს, თუმცა უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ 22 წლის ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი წარმატებული იყო.
განაპირა მცველმა არაერთი მატჩი გამართა და უდიდესი გამოცდილება მიიღო. რეგილონმა მიმდინარე სეზონში მოედანზეუკვე 1616 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 20 მატჩია. ასევე აღსანიშნავია, რომ სოლარი მას ჩემპიონთა ლიგაზეც ენდო.
„ას“-ის ინფორმაციით, ზიზუ სერხიოს გასხვისებას არ აპირებს, თუმცა არც სასტარტო შემადგენლობაში განიხილავს.
რეგილონი შანსს ხშირად მიიღებს, როგორც სამეფო თასზე, ასევე ლა ლიგის მატჩებში.
- 30 მარტი 2019
- 1 973
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.