შესვენების დრო არ არის
სამეფო კლუბმა ვარჯიში ვალდებებასზე 10:30 საათზე განაახლა.
მადრიდის "რეალს" სეზონის დამთავრება კარგი შედეგით სურს და სწორედ ამიტომ, ისინი არ ისვენებენ. ალმერიას დამარცხების შემდეგ (1-2), თეთრები უკვე "ვალენსიაზე" ფიქრობენ. ეს მატჩი კვირას, სანტიაგო ბერნაბეუზე, მადრიდის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მანუელ პელეგრინის შეგირდებმა ვარჯიში 10:30 საათზე დაიწყეს. სპორტულ დარბაზში კაკას, რაულს, დრენტეს, პეპეს და მეტცელდერს დღეს კასილასი და გაგო შეუერთდნენ. მადრიდელთა მეკარეს ტრავმა არ აწუხებს, თუმცა მან თავისი ნებით გადაწყვიტა სპორტულ დარბაზში ვარჯიში. არგენტინელ ნახევარმცველს კი მიკრო ტრავმა აქვს.
პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს მატეოსმა, რუბენ რამოსმა და ხუანფრანმა. ვარჯიშის შემდეგ ბრაზლილიელი ფეხბურთელი, მარსელო პრეს-კონფერენციას გამართავს.
- 16 აპრილი 2010
- 1 624
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.