4 მთავარი პრიორიტეტი და 500 მილიონი
მადრიდის „რეალს“ ზაფხულში 4 მთავარი პრიორიტეტი ეყოლება, რომელშიც 500 მილიონ ევროს დახარჯავს...
კილიან მბაპე, ნდომბელე, ედენ აზარი და სადიო მანე - ამ ფეხბურთელების შეძენის შემთხვევაში, ზიდანი პრეზიდენტ პერესს პირობას აძლევს, რომ სამეფო კლუბი თავის სიმაღლეზე დაბრუნდება.
„ას“ იუწყება, რომ ოთხივე ფეხბურთელთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მბაპეს ფასი 250-იდან 280 მილიონ ევრომდე მერყეობს, აზარის 100 მილიონია, სადიო მანეს ფასიც 90-იდან 110 მილიონამდეა, ხოლო ნდომბელე „ბლანკოსმა“ 30-40 მილიონად უნდა გაიფორმოს.
- 28 მარტი 2019
- 4 095
- 12