ცენტრალურ მცველთა დეფიციტი
მანუელ პელეგრინი საგონებელშია ჩავარდნილი. გუშინდელ მატჩში ესპანელმა მცველმა, რაულ ალბიოლმა მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და "ღამურებთან" მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს....
პეპე, კრისტოფ მეტცელდერი და ეზიკელ გარაი ტრავმირებულები არიან. სამეფო კლუბის მედიკოსთა შტაბი მთელი ძალისხმევით ცდილობს, რომ არგენტინელი მცველი ვალენსიასთან მატჩამდე მწყობრში ჩააყენოს, მაგრამ ეს მხოლოდ ეზიკელის ორგანიზმის სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული.
"ბლანკოსს" ერთი ცენტრალული მცველიც აღარ დარჩა. სერხიო რამოსი უნივერსალია და მას შეუძლია ცენტრში თამაში მაგრამ საფიქრალია ვინ ითამაშებს მის მეწყვილედ, ესპანეთში მაჰამადუ დიარა-სერხიო რამოსის დუეტს ანიჭებენ უპირატესობას.
ჩილელ სპეციალისტს მართლაც სერიოზული პრობლემები შეექმნა სერიოზული მატჩის წინ. ამიტომ იგი "კასტილიელი" მცველების გამოძახებასაც აპირებს და საჭიროების შემთხვევაში ახალგაზრდა მადრიდისტები მთავარ გუნდს დაეხმარებიან.
- 16 აპრილი 2010
- 1 676
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.