სუპერ ტრანსფერები „რეალში“ - პრეზიდენტმა 600 მილიონი გამოყო!
მადრიდის „რეალში“ სუპერ-ტრანსფერები გარდაუვალია...
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესმა 600 მილიონი ევრო გამოყო და არაერთი პარტნიორი ეყოლება, რომლებიც ტრანსფერები დაეხმარებიან...
კილიან მბაპესთვის გუნდი 250-იდან 300 მილიონ ევრომდე გაიღებს. ედენ აზარის ფასი 100-იდან 120 მილიონამდე მერყეობს.
100 მილიონამდე ღირს სადიო მანე და ანალოგიური ფასი აქვს პოლ პოგბასაც.
Bernabeudigital-ის ინფორმაციით, „რეალი“ ისტორიაში ყველაზე აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას განახოციელებს და რეკორდულ თანხას დახარჯავს, ფინანსურ Fair Play-ს პრინციპებს კი გაყიდული ფეხბურთელებისგან შემოსოლი თანხისა და წინა წლებში პასიურობის გამო დაიცავს.
პერესს გარეთ ბეილის, რაფაელ ვარანის, ისკო ალარკონის, ხესუს ვალიეხოს, კეილორ ნავასის (სავარაუდოდ), მარიანო დიასის და ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 350-400 მილიონი ევროს მიღება აქვს მიზნად დასახული.
- 27 მარტი 2019
- 3 992
- 14