ის, რაც ყველას გამორჩა - რამოსმა დაუჯერებელი რეკორდი მოხსნა
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდი მართლაც შთამბეჭდავ ინფორმაციას ავრცელებს...
სერხიო რამოსმა იკერ კასილიასის დაუჯერებელი რეკორდი გაიმეორა, რომელიც ესპანეთის ნაკრების მაისურით 121 მატჩის მოგებას გულისხმობს.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ლეგენდარული კაპიტანი უახლოეს მომავალში ერთპიროვნული ლიდერი გახდება და ამ მხრივ საკუთარ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ რამოსი ახლოს არის ჩატარებული დაპირისპირებების რაოდენობის რეკორდთანაც. ესპანელის ანგარიშზე 163 მატჩია და ის მხოლოდ იკერ კასილიასს ჩამორჩება. ლეგენდარულ კიპერს აქტივში 167 დაპირისპირება აქვს.
- 27 მარტი 2019
- 4 491
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.