ოპერაცია მბაპე - გახსნილად გამოცხადდა!

ესპანური გამოცემა „მარკა“ გვამცნობს, რომ „ოპერაცია მბაპე“ გახსნილად გამოცხადდა.

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ზიდანთან ერთად შეიმუშავა გეგმა, რომელიც კილიანის ტრანსფერზე უნდა განხორციელდეს.

ვიზიტი საფრანგეთში - ზიდანი საკუთარ სამშობლოში გაემგზავრება და მბაპეს თავად შეხვდება, რათა შეძლოს ახალგაზრდა მოთამაშის დარწმუნება.

განმეორებითი შეხვედრა მბაპეს მამასთან - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიზუ უკვე შეხვდა კილიანის მამას, ახლა კი განმეორებითი შეხვედრა შედგება, სადაც ზინედინი დეტალურად წარადგენს გეგმას, რომელიც მბაპეს შეეხება.

280 მილიონი - ეს არის თანხა, რომლის მობილიზებასაც ფლორენტინო პერესი მოახდენს და „პსჟ“-ს შესთავაზებს.

რეკორდული ხელფასი - მბაპეს „რეალში“ საოცარი პირობები ექნება. ჯერ-ჯერობით არ სახელდება ციფრი, მაგრამ ცნობილია,რომ კილიანმა „პსჟ“-ში არსებულ სარგოზე მინიმუმ 30%-ით მეტი უნდა მიიღოს.

6 წლიანი კონტრაქტი და საშემოსავლო შეღავათები - პერესი ფრანგ მოთამაშეს 6 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, ასევე „რეალი“ არ მოითხოვს არანაირ სარგოს კილიანის სარეკლამო შემოთავაზებებიდან.

დამატებითი ბონუსები - ნებისმიერ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევში მბაპე ბონუსის სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, გარდა ამისა კონტრაქტის გაფორმებიდან 4 წლის გასვლის შემდეგ, „რეალი“ ფრანგის ხელშეკრულებას გადახედავს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.



  • Hala
  • 26 მარტი 2019
  • 2 968
  • 4

1

26 მარტი 2019 12:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მდაააა.....პერესი უკვე ყველაფერზე მიდის,რადგან სასწორზე მისი თანამდებობა და პრესტიჟი დევს.

2

26 მარტი 2019 15:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ხოდა ეგ მბაპეს კიარა მესის მოიყვანეს ეგეთ დროს

3

26 მარტი 2019 18:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბარემ სოსკაც შეუღჭეთ პირში სასახლე აუშენეთ და ყოველ დღე მილიონები უხადეთ თუ არ უნდა რას ეხვეწებით ტალანტები დაილია ამქვეყნად?

4

26 მარტი 2019 19:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აქაოდა მომადგა არჩევნებიო გადირია მთლაად.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)