პელეგრინი მატჩის შემდეგ
მადრიდის "რეალის" ჩილელმა თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ყველა ასპექტში ნორმალურად ვითამაშეთ. ფეხბურთელებმა ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა მოახერხეს, რაც "კლასიკოს" შემდეგ ძალიან რთული იყო. ჩვენ ძალიან ბევრი შანსი გვქონდა გოლის გატანის. დაახოლებით 6-7 მოენტი ნამდვილად გატანილი ბურთით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ალვესმა დიდებულად ითამაშა."
"მოთამაშეები მთელი ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში იბრძოდნენ. მეორე გოლმა განსაკუთრებით დამამშვიდა. ვფიქრობ დანარჩენ მატჩებსაც ადვილად მოვიგებთ."
"გუნდი შემდეგ მატჩს კვირას გამართავს. ფეხბურთელები ამ შეხვედრისთვის მოემზადებიან. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, თუ როდის დამარცხდება "ბარსელონა". ორივე გუნდს საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი."
- 16 აპრილი 2010
- 1 621
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.