„რეალმა“ ვარანის შემცვლელი იპოვა
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალმა“ რაფაელ ვარანის შემცვლელი უკვე იპოვა და ედერ მილიტაოსთან ერთად „ბლანკოსს“ კიდევ ერთი მაღალი კლასის მცველი შეუერთდება...
საუბარია მილან სკრინიარზე. სლოვაკი ფეხბურთელი „ინტერის“ ღირსებას იცავს და საკმაოდ ეფექტურად გამოდის.
24 წლის მოთამაშე ძალიან ახლოს იყო მანჩესტერ „სიტისთან“, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა შეთანხმება ჩაიშალა.
ფლორენტინო პერესი სკრინიარის დათმობას არ აპირებს და ზაფხულში მას აუცილებლად დაიმატებს, „ინტერთან“ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
- 24 მარტი 2019
- 3 300
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.