ზიდანი მბაპეს მამას შეხვდა
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი კილიან მბაპეს მამას შეხვდა და მადრიდში არსებული ვითარება გააცნო...
ფრანგი წინახაზელის მამამ ზიზუს განუცხადა, რომ თუ კილიანის „რეალში“ ტრანსფერი სურს, „პსჟ“-სთან ძალიან ბევრი დეტალი უნდა შეათანხმოს, თანაც ისე, რომ საბოლოო ჯამში ტრანსფერის ჩიხში შესვლის შემთხვევაში, მბაპემ საფრანგეთში თავი კომფორტულად იგრძნოს.
ის, რომ მბაპე „ბლანკოსს“ ბავშვობიდან ქომაგობს ყველამ იცის, მაგრამ ახლა მის კარიერაში სარისკო გადაწყვეტილებების მიღება არ იქნება უპრიანი.
სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ ხდება.
- 24 მარტი 2019
- 3 955
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.