გუარდიოლა:„ზიდანს „ბარსელონამ“ ფეხბურთელი მოპარა“
პეპ გუარდიოლას განცხადებით, მადრიდის „რეალს“ დააგვიანდა...
„მე ვფიქრობ, რომ მადრიდის „რეალში“ ზიდანის დროულად დაბრუნების, ანაც საერთოდ არწასვლის შემთხვევაში, ფრენკი დე იონგი დიდი ალბათობით „ბლანკოსის“ ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ კატალონიის „ბარსელონამ“ დრო იხელთა და ჰოლანდიელი უკვე დაიმატა.“
„კარგად ვიცი, თუ რამხელა სიმპატიები აქვს ზიზუს დე იონგის მიმართ. ზინედინი ჯერ კიდევ 2 წლის წინ ამბობდა, რომ ფრენკი საოცარი ფიგურაა და დიდი მომავალი აქვს.“
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ბარსელონამ“ ზიზუს ფეხბურთელი „მოპარა“.“
- 21 მარტი 2019
- 7 295
- 8