ვინიციუსი:„„ბარსაში“ არასდროს ვითამაშებ, მადრიდში ნეიმარის გადმოსვლა ჩემი ოცნებაა“
ვინიციუს ჟუნიორმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...
„მე ვფიქრობ, რომ წინ დიდი მომავალი მაქვს. კიდევ ერთხელ მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სანტიაგო სოლარის, რომელმაც სასტარტო შემადგენლობისკენ გზა გამიხსნა, ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ახლა ტრავმა მაქვს და სარეაბილიტაციო კურსს გავდივარ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.“
„რა არის ჩემი მთავარი დადებითი თვისება? პრინციპული ვარ და ფასეულობებს პატივს ვცემ.“
„მესი თუ რონალდუ? მე არ ვიცი, ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ახლა, მაგრამ პორტუგალიელი ვარსკვლავი „რეალში“ ლეგენდად არის შერაცხული, მასზე ჯერ კიდევ ბევრს საუბრობენ.“
„„ბარსელონა“ ჩემში მეტ თანხას იხდიდა და გარკვეულწილად უკეთეს პირობებს მთავაზობდა, მაგრამ „რეალი“ ავირჩიე, ვინაიდან საუკეთესო სწორედ მადრიდული გუნდია. კაზემიროსთან და მარსელოსთან ხშირი კონტაქტი მქონდა და ყველაფერი ვიცოდი აქ მიმდინარე მოვლენებზე.“
„გუნდი, რომელშიც არასდროს ვითამაშებ „ბარსელონაა“, ამაზე შემიძლია პირობაც დავდო.“
„ნეიმარი ძალიან მომწონს და ვოცნებობ, რომ მადრიდში მასთან ერთად ვითამაშო. ჩემი თანამემამულე უდიდეს საფეხბურთო ინტელექტს ფლობს და დარწმუნებული ვარ, ესპანეთის დედაქალაქში გაიბრწყინებს.“
„ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრა საამაყო იყო. სამწუხაროდ, მიღებულმა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა, მაგრამ არ ვაპირებ, რომ შემართება დავკარგო.“
„მომავალ სეზონში მადრიდის „რეალი“ ძალიან ძლიერი იქნება. სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და გვსურს, რომ სეზონი ღირსეულად დავასრულოთ.“
„„კასტილიაში“ გატარებული დრო? ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ მთავარ გუნდში მეთამაშა და საბოლოო ჯამში მიზანს მივაღწიეს. თანატოლები მეხმარებოდნენ სწრაფ ადაპტაციაში.“
„მსურდა თუ არა მესისთან ერთად თამაში? ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი ოცნება ყოველთვის „რეალში“ ასპარეზობა იყო.“
„ვინ ვარ მე? ადამიანი, რომელსაც სურს სამეფო კლუბებთან ერთად მწვერვალების დაპყრობა.“
„როდის მოვიგებ ოქროს ბურთს? თუ ამას 25-26 წლის ასაკში გავაკეთებ, უბედნიერესი ვიქნები, მაგრამ ჯერ ამაზე ფიქრი ადრეა. პროგრესი მართლაც მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობა მმართებს.“
- 20 მარტი 2019
- 2 804
- 8