დიდი გადაადგილებები - „რეალი“ შესაძლოა 9 ფეხბურთელმა დატოვოს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალში“ მოსალოდნელზე დიდი და მასშტბური ცვლილებები იქნება...
ზინედინ ზიდანი სრულიად ახალ პროექტს იწყებს, გამოჩნდება ბევრი ახალი სახე და ასევე გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, არ არის გამორიცხული, კოლექტივიდან 9 ფეხბურთელი წავიდეს.
პირველ რიგში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იჯარით გაშვებული მატეო კოვაჩიჩი და ხამეს როდრიგესი მადრიდში დროებით დაბრუნდებიან და ზაფხულში მათ „ბლანკოსი“ აღარ დაიტოვებს.
გარდა ამისა ჭორები არ წყდება ტონი კროოსის წასვლასთან დაკავშირებით, რომელიც ზიდანის ნდობით სარგებლობს, მაგრამ წასვლაზე ბევრი იწერება. ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, გერმანელი ნახევარმცველი იმ შემთხვევაში წავა, თუ კლუბი პოლ პოგბას იყიდის.
გარდა ამისა, კლუბი შესაძლოა ტიბო კურტუამ დატოვოს, ეს ყველაფერი ზიზუს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, თუ ის ნდობას კეილორ ნავასს გამოუცხადებს, ბელგიელი მადრიდში არ გაჩერდება.
ბევრი იწერება მარსელოს წასვლაზეც, თუმცა მისი და ზიზუს ურთიერთობიდან გამომდინარე, ტრანსფერის ალბათობა დაბალია.
ისკო ალარკონთან დაკავშირებით ბევრი სიახლეა. მანჩესტერ „სიტი“ ესპანელ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს ჩამოდის, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა და კლუბს ედენ აზარის დამატებაში დაეხმარება.
გარეთ ბეილთან დაკავშირებით სავარაუდოდ ყველაფერი გადაწყვეტილია. „რეალმა“ „ბაიერნის“ შემოთავაზება დაბლოკა, ვინაიდან სიტყვიერი შეთანხმება არსებობს „იუნაიტედთან“. გაუთვალისწინებელი მოვლენების აცილების შემთხვევაში, გარეთი მომდევნო სეზონში ინგლისში ითამაშებს და მისი ღირებულება 110 მილიონი ევრო იქნება.
სამეფო კლუბი 100%-ით უშვებს ხესუს ვალიეხოს, რომელიც ტრავმების გამო ვერა და ვერ მოერგო კლუბის ფილოსოფიას.
- 18 მარტი 2019
- 5 370
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.