მბაპეს გარემოცვა „რეალში“ ტრანსფერზე საუბრობს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ კილიან მბაპეს გარემოცხვა „რეალში“ ტრანსფერზე აქტიურად საუბრობს...
კილიანის ოჯახის აზრით, მისი „პსჟ“-ში გადასვლა სწორი იყო. „18 წლის ასაკში თუ „ბლანკოსში“ ითამაშებს, სად უნდა იყოს ის, როდესაც 23-ის იქნება?“-ეს მოსაზრება სწორედ ფრანგის ოჯახს ეკუთვნის, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია.
მბაპე „პსჟ“-ში უკვე მეორე სეზონს ატარებს და საკმაო გამოცდილებას ფლობს, როგორც შიდა ტურნირზე, ასევე ეროვნულ ნაკრებსა და ევროსარბიელზეც.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მბაპე „რეალში“ სათამაშოდ მზად არის და მისი ტრანსფერი ზაფხულში აუცილებლად უნდა მოხდეს.
ფლორენტინო პერესის სურვილი იმდენად დიდია, რომ ყველას ეჭვი ეპარება მოლაპარაკებების ჩაშლაში.
„„ბლანკოსი“ გამოიყენებს ყველა ხერხს იმისათვის, რომ ახალგაზრდა წინახაზელმა თეთრი ფორმა ჩაიცვას.
- 18 მარტი 2019
- 2 373
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.