რეალს მომავალ კვირაში 4 ფეხბურთელი დატოვებს
თუ დავუჯერებთ უცხოურ საინფორმაციო წყაროებს, რეალმა ჩამოწერა ხუთ კაციანი სია, რომელშიც შედიან: რობენი, ჰუნტელაარი, სნეიდერი, ვან დერ ვაარტი და ნეგრედო. ფლორენტინო პერესმა ხორხე ვალდანოს მისცა დავალება, რომ მომდევნო ერთი კვირის მანძილზე რეალმა ზემოთ ხსენებული 5 ფეხბურთელიდან 4 უნდა გაყიდოს.
ნეგრედო
ალვაროს შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თავად ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ იგი დატოვებს ,,ბლანკოსს” იმიტომ, რომ იცის , მისი მომავალი პერსპექტივის შესახებ, რეალში მას არ ექნება საკმარისი დრო, იგი გადავა ისეთ კლუბში სადაც მას მუდამ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ. ნეგრედო სავარაუდოდ ინგლისს მიაშურებს.
ჰუნტელაარი
კლაას იან ჰუნტელაარი, რომ სამეფო კლუბს დატოვებს ამას წყალი არ გაუვა, მონადირით დაინტერესებული გუნდების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, დავასახელებ მხოლოდ ორ გუნდს, ესენი არიან იტალიის მილანი და გერმანიის შტუტგარტი. ფლორენტინო პერესის გაპრეზიდენტების შემდეგ როსონერიმ ,,ბლანკოსს” უდავო ლიდერი კაკა დაუთმო, ამით მილანსა და რეალს შორის ურთიერთობა ძალიან დათბა, ეხლა მილანია დაინტერესებული მადრიდელი ფეხბურთელით და დიდი შანსია, რომ კლაასმა სწორედ მილანს მიაშუროს , რომელიც 11 მილიონ ევროს იხდის. გერმანელები ჰუნტელაარის სანაცვლოდ რეალს 20 მილიონს სთავაზობენ მაგრამ ტრანსფერს ალბათ უფრო კაკას საკითხი განაპირობებს და სწორედ ამიტომ აქვს ჰუნტეს შეძენის უფრო დიდი შანსი იტალიურ კლუბს.
რობენი
არიენ რობენით დაინტერესებულები არიან მანჩესტერ სიტი და რომის რომა. სიტის ხელმძღვანელობა რობენის სანაცვლოდ 27 მილიონ ევროს იხდის , ხოლო რომაელები 23 მილიონზე არიან თანახმა. ჰოლანდიელ გარემარბს რონალდოს მოსვლის შემდეგ აბარგებას უწინასწარმეტყველებენ, თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას სურს რეალში დარჩენა და იბრძოლებს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. რობენის წასვლა არწასვლის პროცენტული შეფარდება შემდეგნაირია 55%-45%-ზე.
ვან დერ ვაარტი
რაფაელ ვან დერ ვაარტმა მოიწვია ჟურნალისტები და საჯაროდ განაცხადა, რომ იგი დატოვებდა მადრიდის რეალს ვინაიდან მას არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინთან, მისი თქმით მანუელი მას საერთოდ არ ენდობა და არის საშიშროება, რომ იგი საერთოდ განაცხადს მიღმა დარჩება, ეს კი რაფაელისთვის კატასტროფის ტოლფასია, რადგან ის ამ შემთხვევაში ვერ მოხვდება ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე. მოკლედ, რაფაელის საქმე გადაწყვეტილია იგი დატოვებს რეალს , თუ სად გადავა ის ჯერჯერობით გაურკვეველია მაგრამ თუ დავუჯერებთ Bild-ს იგი გერმანიაში აპირებს დაბრუნებას და კარიერის გაგრძელებას.
სნეიდერი
უესლი სნეიდერის მომავალიც ძალიან ბურუსით არის მოცული, ჰოლანდიელსაც აბარგებას უწინასწარმეტყველბენ, მისით დაინტერესებულია მილანის ინტერი და მზადაა, რომ გადაიხადოს 19 მილიონი ევრო. ჯერჯერობით მადრიდელთაგან მათ მხოლოდ უარი მიიღეს, ინტერიც თითქოს შეეშვა ამ ტრანსფერზე მუშაობას. უესლი ჯერჯერობით ,,ბლანკოსში” ირიცხება და როგორ განვითარდება მოვლენები ამას მომდევნო კვირა გვიჩვენებს.
ეხლა გავაკეთოთ საერთო დასკვნა. ნეგრედო, ჰუნტელაარი და რაფაელ ვან დერ ვაარტი ნამდვილად მიდიან კლუბიდან, ანუ ამ ხუთეულიდან სამი უეჭველად ტოვებს კლუბს, გაურკვეველია სნეიდერის და რობენის საქმე, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ან ვესლიმ ან არიენმა რეალი უნდა დატოვონ.
ფლორენტინო პერესი ამ სიის გასუფთავებით აპირებს დაახლოებით 100 მილიონი ევროს შოვნას. ეს კი ნაწილობრივ დაეხმარება მას დახარჯული ფულის ”ამოღებაში”.
- 5 აგვისტო 2009
- 2 749
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.