ზიდანი:„პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი ფსიქოლოგიურად დაიმუხტა“
ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მომეწონა გუნდის ბალანსირებული თამაში. თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარი თამაშისგან სიამოვნება უნდა მიიღოს, ამ შემთხვევაში საქმე წინ წავა. ფიზიკური თვალსაზრისით გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას, რაც ძალიან მახარებს. შემადგენლობაში მცირე ცვლილებები შევიტანე და ვეცადე, რომ ამ ფორმაციით მომეპოვებინა 3 ქულა. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ, მომდევნო 2 კვირის მანძილზე ბევრს ვიმუშავებთ.“
„დავბრუნდი და შეგრძნებები შესანიშნავია. ჩემი მიზანი ახლა სეზონის კარგი შედეგით დასრულებაა. 3 ვარჯიში გვქონდა და ვეცადეთ გარკვეული იდეები განგვეხორციელებინა. ახლა სანაკრებო პაუზა დაიწყება და ვეცდები, სიტუაცია შევცვალო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლში ვარ, აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. „რეალში“ ყველა ეტაპი გამოვიარე, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა.“
„პირველი ტაიმი არ იყო კარგი, გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მომატება მართებდა და მეტი ფანტაზია იყო საჭირო. მეორე 45 წუთში გუნდმა ჩემი ყველა რჩევა-დარიგება გაითვალისწინა და შედეგიც სახეზეა. მიხარია, რომ კარი მშრალად შევინახეთ და მეტოქის კართან ბევრი მომენტი შევქმენით.“
„რატომ ვათამაშე კეილორ ნავასი? იმიტომ, რომ ის მსოფლიო კლასის მეკარეა? კურტუა? ბელგიელს არაფრის მტკიცება არ სჭირდება, ის აუცილებლად გამოჩნდება მოედანზე. მიხარია, რომ კოლექტივში 3 მაღალი დონის კარის დარაჯი მყავს და მათი იმედი შეიძლება მქონდეს.“
„გუნდში სერიოზულ ცვლილებებს ვგეგმავ, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ყველა ფეხბურთელი მოტივირებული უნდა იყოს და ვეცადოთ, მომდევნო მატჩებში ქულების მაქსიმალურ აღებას.“
„სებალიოსის თამაშით კმაყოფილი ვარ, ის პროდუქტიული იყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.“
„მარსელო თუ რეგილონი? ბრაზილიელის გამოცდილება ფასდაუდებელია, სერხიოს კი ბევრი აქვს სასწავლი, თუმცა მისი შემართება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის „ბლანკოსში“ წლების მანძილზე უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება.“
„ასენსიოს თამაში ძალიან მომეწონა, პირველ ტაიმში ის არ სჩანდა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა და მან ლიდერის სტატუსი მოირგო, მართალია ესპანელმა ვერ გაიტანა, თუმცა მომენტებს ხშირად ამწვავებდა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.“
„ისკომ გოლი გაიტანა და საკმაოდ ეფექტურად ასპარეზობდა, მას მომატება შეუძლია, მომდევნო დღეებში ალარკონთან ბევრს ვიმუშავებ.“
- 16 მარტი 2019
- 5 490
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.