ზიდანი:,,მბაპეს გაწვრთნა ყველას სურს, პირველ ეტაპზე ის ვერ დავიყოლიე"
ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ ნაყოფიერად მოვემზადეთ და ვთვლი, რომ გუნდის საბრძოლველად მზად არის. მადრიდის „რეალის“ მიზანი რა თქმა უნდა, გამარჯვებაა. წინ 11 ტურია, სადაც მაქსიმალური ქულების მოპოვებისთვის ვაპირებთ ბრძოლას.“
„შემადგენლობაზე ჯერ-ჯერობით არ ჩამოვყალიბებულვარ, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკლებლიბ ყველა ფეხბურთელი ძალიან ბევრს შრომობს იმისათვის, რომ არსებული სიტუაცია შეიცვალოს და გუნდმა ძალიან კარგი ხარისხის ფეხბურთი ითამაშოს.“
„მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მოხდება რამდენიმე თვეში, ეს თქვენი საქმეა ჟურნალისტებო. ჩემი საქმე ხვალინდელი მატჩის მოგებაზე ფიქრია.“
„ბეილის სეზონის შეფასება არ შემიძლია, გარკვეული მომენტებში ის საუკეთესო იყო, გარკვეულში კი ინერტულობით გამოირჩეოდა. ვიმედოვნებ, უელსელი მოუმატებს, მისი შესაძლებლობების შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით.“
„ფლორენტინომ განაცხადა, რომ მე მბაპესთან მოლაპარაკება შემიძლია, ეს ადრეც ვცადე, მაგრამ მან გეზი „პსჟ“-სკენ აიღო. რა თქმა უნდა, ყველა გუნდს სურს მბაპეს შეძენა. თუ პერესი კილიანს იყიდის, ჩემი, როგორც მწვრთნელის არჩევანი გამრავალფეროვანდება.“
„„სელტა“ ძალიან კარგი გუნდია და ვთვლი, რომ ლა ლიგაში ამ გუნდის მიერ დაკავებული პოზიცია არ ასახავს იმ ძალას, რომელიც ვიგოურ გუნდს აქვს. ჩვენ დიდი დაპირისპირება გველის, მაგრამ საშინაო არენაზე ვთამაშობთ და ვალდებულნი ვართ, გავიმარჯვოთ და 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“
„ითამაშებენ თუ არა ისკო და მარსელო? სავარაუდოდ კი, შემადგენლობაზე საუბარი ახლა არ შემიძლია, განაცხადში ორივე მოთამაშე შევიყვანე.“
„თუ ლა ლიგას მოვიგებთ, ეს დიდი სენსაცია იქნება, ვინაიდან „ბარსელონასთან“ დიდი სხვაობა გვაქვს, თუმცა ფეხბურთში გამორიცხული არაფერია, ამიტომ ნურც ამას გამოვრიცხავთ.“
„კურტუა თუ ნავასი? ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ყველაფერს გადავწყვეტ.“
„მილიტაო ბრწყინვალე შენაძენია, ბრაზილიელის მთავარი დადებითი თვისება ის არის, რომ მოედნის ცენტრის გარდა სხვა პოზიციაზეც შეუძლია თამაში. ედერისთვის კომფორტული რა თქმა უნდა ცენტრში დგომაა, თუმცა გაჭირვების შემთხვევაში, მარჯვენა ფლანგსაც გაამაგრებს. ვფიქრობ, მას დიდი მომავალი აქვს.“
„საერთოდ არ გამკვირვებია, რომ რონალდუმ „ატლეტიკოს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა, ეს ხომ პორტუგალიელის 52-ე ჰეთ-თრიკი იყო?! კრისი უბრალოდ გენიოსია.“
„მსურს თუ არა ვიყო მბაპეს მწვრთნელი? მერწმუნეთ, მისი დონის ფეხბურთელის მომზადება დიდი სიამოვნებაა.“
„სოლარის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ, მაგრამ ანალოგიური შემიძლია ვთქვა მარსელოზეც. ჩემი აზრით, ვიცე-კაპიტანი საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა და სულ მალე ჩადგება ფორმაში, ვიეირას სუპერ-გამოსვლებმა არაერთხელ მოგვიტანა გამარჯვება და ეს ყველაფერი ისტორიას კარგად ახსოვს.“
„თითქმის 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გუნდიდან წავედი, მაგრამ კოლექტივში ბევრი არაფერი შეცვლილა. ამ სეზონს დადებითად ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევაფასებ, მაგრამ ასეთი ჩავარდნები ყველას ჰქონია, მთავარი ის არის, რომ პროექტი, რომელსაც ახლა ვიწყებთ წარმატებით განხორციელდეს.“
„ბერნაბეუზე პირველი მატჩისთვის ემოციურ განწყობებს ველი. დიახ, ეს სტადიონი ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ დაბრუნების შემდეგ პირველი გამოსვლა რა თქმა უნდა, მანერვიულებს.“
- 15 მარტი 2019
- 6 141
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.