"რეალი" ალმერიაში ჩაფრინდა
მადრიდის "რეალი" უკვე ალმერიაშია.
აეროპორტში თეთრებს 400 მადრიდისტა დახვდათ და სამმა ფეხბურთელმა, კასილასმა, არბელოამ და მარსელომ მათთვის კომენტარები ადგილზევე დაარიგეს.
ფეხბურთელებმა ჰაერში ერთი საათი გაატარეს, თუმცა მათ არ მოუწყენიათ. ზოგი კითხულობდა, ზოგი მუსიკას უსმენდა, ზოგი კი უბრალოდ თანაგუნდელებს ეხუმრებოდა.
ფეხბურთელები 21:00 საათზე სასტუმრო NH Ciudad de Almería-ში დაბინავდნენ. 21:30 საათზე კი ვან დერ ვაარტმა და მარსელომ ფანებისთვის კომენტარები დაურიგეს.
სამეფო კლუბი ალმერიაში დიდი დანაკლისებით ჩაფრინდა. გუნდს აკლია "ელ კაპიტანი" (რაული), კრისტოფ მეტცელდერი, კაკა, პეპე და დრენტე. სამაგიეროდ განაცხადში მოხვდა ორი კასტილიელი: მატეოსი და ხუანფრანი. ფანები იმედოვნებენ, რომ ორივე ფეხბურთელს თამაშის შანსი მიეცემათ.
- 15 აპრილი 2010
- 1 949
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.