ზიდანი:„ვინიციუსს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ მასზე ზეწოლა არ შეიძლება“
ზინედინ ზიდანისა და ვინიციუს ჟუნიორის მომავალი ურთიერთობა საყოველთაო განსჯის საგანია. სანტიაგო სოლარის მმართველობის პირობებში ბრაზილიელი ფეხბურთელი
სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა და მეტისმეტი დატვირთვა მიიღო, რამაც საბოლოო ჯამში მასზე უარყოფითად იმოქმედა და ახლა აღდგენით კურსს გადის. ზიზუმ ბრაზილიელზე კომენტარი გააკეთა...
„ვინიციუსის ყიდვის დროს ჯერ კიდევ „რეალის“ მწვრთნელი ვიყავი და მისი შესაძლებლობების შესახებ კარგად მომეხსენება. ბრაზილიელს უდიდესი მომავალი აქვს და მიმდინარე სეზონში დავინახეთ, თუ რა პოტენციალს ფლობს.“
„მიუხედავად ყველაფრისა არ ვთვლი, რომ 18 წლის ფეხბურთელმა ისეთი ფსიქოლოგიური წნეხი უნდა მიიღოს, როგორსაც სხვები იღებენ. ის არ არის მზად იმისთვის, რომ „რეალის“ მთავარი გუნდის მთავარი ფიგურა იყოს. ის ეტაპობრივად გახდება ჩვენი გუნდის თვალშისაცემი ფიგურა.“
- 12 მარტი 2019
- 6 459
- 26