პელეგრინი მატჩის წინ
მადრიდის "რეალის" თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ "ალმერიასთან" მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
"სანამ "ელ კლასიკო" დაიწყებოდა, ვიძახდით, რომ აუცილებლად მოვიგებდით, თუმცა სამწუხაროდ დავმარცხდით. ლა ლიგის მიმდინარე სეზონი 16 მაისს მთავრდება და პირობას ვდებ, რომ გუნდი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს."
"ბოლო სამი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი ფეხბურთელებს და დავრწმუნდი, რომ ყველამ დაივიწყა წაგებული "კლასიკო" და ახლა მხოლოდ შემდეგ მატჩზე ფიქრობენ. ჩვენ დარჩენილი შვიდი მატჩის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."
"როგორც უკვე გითხარით სეზონი 16 მაისს მთავრდება. შეიძლება ითქვას, რომ დრო საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. მაგრამ მანამდე "ალმერიაზე" უნდა ვიფიქროთ."
"მართალია ჩემი მდგომარეობა ძალიან დაიძაბა, მაგრამ მე ეს არ მადარდებს, რადგან მთავარია ჩემი სამსახური შევასრულო და გუნდს ტიტულის მოგებაში დავეხმარო."
- 14 აპრილი 2010
- 1 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.