ვან ნისტელროი და დრენტე მომავალ სეზონს რეალში გაატარებენ

როგორც ესპანური პრესა იუწყება ყველაფერი გადაწყვეტილია რუუდ ვან ნისტელროისა და როისტენ დრენტეს საქმესთან დაკავშირებით, ორივე ჰოლანდიელი მომავალ სეზონს რეალის ფეხბურთელის რანგში გაატარებს...

ვან ნისტელროის ჰყავს რამდენიმე მსურველი, რომლებიც მზად არიან 15-19 მილიონი გადაიხადონ ფორვარდის სანაცვლოდ, სამეფო კლუბმა მისი გაშვება არ მოინდომა, თურმე მანუელ პელეგრინს ძალიან უნდა, რომ რუდი მომავალ სეზონში მის კლუბში იყოს, მანუელს ძალიან მოსწონს ვან გოლი, მისი თქმით ვან ნისტელროი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მას კიდევ შესწევს ძალა გოლების გატანის, ხელმძღვანელობამ პელეგრინის ხედვა გაითვალისწინა და ვან გოლი გუნდში დატოვა.

რაც შეეხება როისტენ დრენტეს, მისი წასვლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო მაგრამ ამხანაგური თამაშების დროს დრენტემ თავი კარგად წარმოაჩინა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, როისტონის ნამდვილი პოზიცია მარცხენა გარემარბია, მას დაცვაშიც შეუძლია თამაში და სწორედ დაცვის მარცხენა ფლანგზე კარგად თამაშმა გადააწყვეტინა ჩილელ სპეციალისტს მისი გუნდში დატოვება. იყო ორი ვარიანტი. ან დრენტე უნდა წასულიყო გუნდიდან ან არგენტინელი გაბრიელ ჰაინცე, პელეგრინმა არჩევანი ჰოლანდიელზე გააკეთა და ჰაინცე გაუშვა, ამიტომ გადაწყვეტილია, რომ როისტონიც ,,ბლანკოსში” დარჩება მინიმუმ ერთი წლის მანძილზე და დაიცავს სამეფო კლუბის ღირსებას.

  • Hala
  • 5 აგვისტო 2009
  • 2 950
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)