„რეალის“ პრეზიდენტი ზაფხულში 6 ვარსკვლავის ყიდვას აპირებს
ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალში“ სრულფასოვან ცვლილებებს გეგმავს...
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მბაპე-ნეიმარის დუეტიდან ერთ-ერთი აუცილებლად გახდება სამეფო კლუბის წევრი და ამისთვის პერესი ყველაფერს გააკეთებს. ესპანური გამოცემები იხსენებენ სხვადასხვა ტრანსფერს, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ფლორენტინომ ყველაფერი შეძლო.
გარდა ამისა ძალიან ბევრი საუბარი მიმდინარეობს დე ლიხტის ტრანსფერზე, მაგრამ საქმეში „ბარსელონაცაა“ ჩართული და ძალიან მძიმე ბრძოლაა წინ.
ედენ აზარის „რეალში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. ბელგიელის შესახებ სამეფო კლუბს სანერვიულო არაფერი აქვს,ვინაიდან შეთანხმება მიღწეულია, როგორც ფეხბურთელთან, ასევე კლუბთნ.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება და „რეალი“ ყველაფერს გააკეთებს პოლ პოგბას შესაძენად.
პერესი ასევე იბრძოლებს კეინისთვის და ტიმო ვერნერისთვის.ასევე კლუბში აუცილებლად ჩაირიცხება ახალგაზრდა როდრიგო.
ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი გეგმაა,რომელსაც შესრულება სჭირდება!
- 9 მარტი 2019
- 5 280
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.