ფლორენტინო პერესი მწვრთნელებს შეცდომებს არ პატიობს
ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ სანტიაგო სოლარი „რეალში“ დარჩენის შანსი ნულის ტოლია...
გამოცემა მიმოიხილავს მთავარ მწვრთნელებს, რომლებსაც დონ პერესმა დიდი ნდობა გამოუცხადა, მაგრამ შეცდომის დაშვებისთანავე კარისკენ მიუთითა ისეთ დიდ მწვრთნელებს, როგორებიც კამაჩო, კაპელო, შუსტერი, პელეგრინი, მოურინიო, ანჩელოტი, ბენიტესი და სხვები იყვნენ.
ბოლო დროს ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც „ბლანკოსს“ თავისით დაემშვიდობა ზიზუ იყო.
„მარკას“ ინფორმაციით, პერესი სოლარის სეზონის დასრულებამდე მუშაობასაც არ აცდის.
- 8 მარტი 2019
- 2 462
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.