ვასკესი;„„რეალში“ ყოფნის ეპოქაში ასეთი 7 დღე არასდროს მქონია“
ლუკას ვასკესი დათრგუნულია. გარდა იმისა, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, ესპანელმა ტრავმაც მიიღო...
„პირველ რიგში ბოდიში უნდა მოვუხადოთ ქომაგებს, რომლებიც მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს. ეს იყო ამაზრზენი გამოსვლა ჩვენი მხრიდან, სადაც ვერაფერი დავინახეთ იმედისმომცემი. ჩვენ ზედიზედ სამჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ახლა ჩავარდნა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში დავბრუნდებით და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ, ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა ბევრს ნიშნავს, მარადიული კლუბი ვართ და ჩვენი ეპოქის დასასრული არ არსებობს.“
„კატალონიის „ბარსელონასთან“ ორმა მარცხმა ჩვენზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა. რაც „რეალში“ ვირიცხები, ასეთი ცუდი 7 დღე არასდროს მქონია.“
„ვფიქრობ, რომ ცხელ გონებაზე დასკვნების გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავოთ და ყველაფერი დამშვიდებულ გონებაზე გადავწყვიტოთ.“
- 6 მარტი 2019
- 1 851
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.