დაცვაში სერიოზული პრობლემებია
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი საგონებელშია ჩავარდნილი. გუნდში ტრავმები ეპიდემიაა, ამ დროისთვის ძალიან ბევრ ფეხბურთელს აქვს მიღებული დაზიანება, მათ შორის არიან უკანა ხაზის წარმომადგენლები: კრისტოფ მეტცელდერი, ეზიკელ გარაი და პეპე. ჩილელი სპეციალისტი იძულებული გახდა კასტილიიდან გადმოეყვანა ახალგაზრდა მატეოსი...
კრისტოფ მეტცელდერმა ორი დღის წინ მიიღო დაზიანება და დაახლოებით სამი კვირის მანძილზე ვერ შეძლებს ვარჯიშს. რაც შეეხება ეზიკელ გარაის, მის დაბრუნებას ცოტა უფრო ადრე ვარაუდობენ, რადგან არგენტინელის დაზიანება არ არის კატასტროფული და მან წესით მალევე უნდა დაიწყოს ვარჯიში.
რაც შეეხება პეპეს, პორტუგალიელი მცველი ყველანაირად ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. მისი დაბრუნება დაგეგმილზე ადრე შეიძლება მოხდეს. პეპე გადის აღდგენით კურსებს იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში შეძლოს დაბრუნება. სამ ნომერს უკვე რამდენიმე თვე გაუცდა და ეს ცუდად მოქმედებს მის კონდიციებზე.
ალმერიას წინააღმდეგ სამეფო კლუბის დაცვის ცენტრში ცვლილებებია მოსალოდნელი. გარაის ადგილს სავარაუდოდ სერხიო რამოსი დაიკავებს, რომელიც რაულ ალბიოლს შეუწყვილდება და გაურღვეველი დაცვის ტანდემის შექმნას ეცდება. მარცხენა ფლანგს მარსელო ჩაიბარებს, ხოლო მარჯვნის ალვარო არბელოა გადავა.
- 14 აპრილი 2010
- 1 663
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.