სოლარი:,,არ არის გამორიცხული თანამდებობა დავტოვო"
სანტიაგო სოლარიმ „აიაქსთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან მძიმე მატჩი იყო. ძალისხმევა არ გვაკლდა, მაგრამ „აიაქსმა“ ძალიან კარგად ითამაშა და ყველა მომენტში გაუმართლა. სამწუხარო შედეგი გვაქვს.“
„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგას ამ ეტაპიდან დიდი ხანია არ გამოთიშვია, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.“
„მადრიდის „რეალი“ უფრო დიდია, ვიდრე ფეხბურთელები, მწვრთნელები, ტურნირები და ასე შემდეგ. მუდმივად ვერ მოიგებ, მაგრამ დღევანდელი დღე ნამდვილად ძალიან ცუდად ჩაიწერება ჩვენი კლუბის ისტორიაში.“
„მესამე გოლთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, აუტზე აზრები ორად იყოფა, თუმცა ამ შემთხვევაში კომენტარის გაკეთებისგან თავის შეკავებას ვარჩევ.“
„გადადგომა? ყველაფერს მალე გაიგებთ.“
„კიდევ ერთხელ გეტყვით. თუ „რეალი“ გამიშვებს, გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდები. რაულის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა? მე ვფიქრობ, რომ „ელ კაპიტანოს“ ადგილი გუნდში ყოველთვის არის, თუ ის დაინიშნება, ბედნიერი ვიქნები.“
„რამოსი ძალიან გვაკლდა, ის ხომ ჩვენი კაპიტანია.“
„იძულებითმა ცვლილებებმა მატჩის სურათი შეცვალა, თუმცა რას ვიზამთ, ფეხბურთში მსგავსი რამ ხშირად ხდება.“
- 6 მარტი 2019
- 4 057
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.