მოდრიჩი:„რონალდუსთან ერთად „რეალი“ სულ სხვა გუნდი იქნებოდა“

ლუკა მოდრიჩმა „აიაქსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „აიაქსთან“ გამარჯვება წარმატების გასაღები იქნება. ჰოლანდიური კლუბი ძალიან ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომელიც შეუპორად იბრძოლებს, ამიტომ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.“

„მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ 2 „ელ კლასიკო“ წავაგეთ, ვფიქრობთ, რომ შეიძლება სულ სხვა ფეხბურთის თამაში და ჰოლანდიური ბარიერის გადალახვა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების მოედანზე გადატანა შევძლოთ.“

„ყველაფერს ვაკეთებთ ამ კლუბისა და მაისურისთვის. მსურს გაგახსენოთ 2015 წელი, როდესაც მოქმედი ჩემპიონის რანგში ვთამაშობდით, მაგრამ იმ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ. ყველამ ჩათვალა, რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა რა მოხდა შემდეგ ყველამ ნახა. მერწმუნეთ, „რეალი“ არ ნებდება.“

„ბეილის კრიტიკა არ შეიძლება. უნდა გავიხსენოთ, თუ რა აქვს უელსელ ფეხბურთელს „რეალისთვის“ გაკეთებული. ის საუკეთესო კონდიციაში არ არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რამხელა შესაძლებლობებს ფლობს. გარეთს სურს, რომ დაბრუნდეს და ის ფეხბურთი ითამაშოს, როგორსაც ქომაგებინ ელიან.“

„ის, რაც დახურულ კარსმიღმა ხდება, სააშკარაოზე ვერ გამოვა. არ მაქვს უფლება ვისაუბრო იმაზე, თუ რას ვსაუბრობთ ფეხბურთელები ერთმანეთში, თუმცა იმას დაგიდასტურებთ, რომ ყველა მიმდინარე მოვლენას განვიხილავთ და ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვოთ. ჩვენ ვიცით, როგორც ჩვენი დადებითი თვისებები, ასევე ნაკლოვანებები. ისიც ვიცით, რომ ამ სეზონში გატანა გვიჭირს, მაგრამ ამაზე ბევრს ვმუშაობთ.“

„„აიაქსი“ ძალიან ახალგაზრდა და ამბიციური გუნდია, რომელიც მომდევნო 90 წუთის მანძილზე ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. ამსტერდამულ კლუბს დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი აქვს, აქედან გამომდინარე, სიფრთხილე და ყურადღებით თამაში გვმართებს. „აიაქსი“ ეფექტურია, როგორც საშინაო არენაზე, ასევე გასვლით მატჩებშიც.“

„ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ და სეზონის დასკვნით ნაწილს კიდევ უფრო კარგ კონდიციაში შევხვდები.“

„კრიშტიანო რონალდუ არის ფეხხბურთელი, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა. პორტუგალიელის არყოფნა „რეალისთვის“ რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. „შვიდიანს“ სეზონში 50 გოლი გაჰქონდა, მე ვფიქრობ, რომ ამისთვის ხანდახან 3 ფეხბურთელი იბრძვის და ვერ ახერხებს, რომ მსგავსი ციფრი აჩვენოს. რონალდუ გენიალური ფეხბურთელია. დიახ, პორტუგალიელთან ერთად „ელ კლასიკოებშიც“ სხვა შედეგებს ვაჩვენებდით.“

„გუნდში რონალდუ აღარ არის, მაგრამ გვყავს ვასკესი, ასენსიო, ბეილი, მარიანო, ბენზემა და ვინიციუსი. ამ უკანასკნელმა არნახული პროგრესი აჩვენა და ზუსტად ვიცი, რომ მწვერვალებს დაიპყრობს. 18 წლის მოთამაშეს უდიდესი მომავალი აქვს.„

„ვინიციუსმა კლუბს დიდი სიჩქარე მისცა. ბრაზილიელი მუდმივად ამწვავებს და ცდილობს, რომ სწრაფ ტემპში დააბნიოს მეტოქე გუნდის ფეხბურთელები.“

„„აიაქსის“ საუკეთესო მოთამაშე? ამ კოლექტივში არაერთი გამორჩეული მოთამაშეა, რომელთაგანაც ვერცერთს ვერ გამოვყოფ.“

  • Datuna
  • 5 მარტი 2019
  • 3 417
  • 4

1

5 მარტი 2019 01:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კრიშტიანო ყოფილიყო ვინიციუსის მაგივრად ნახევარს გაიტანდა

2

5 მარტი 2019 03:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ქილერი იყო ტიპი გოლების ძალიან გვაკლიაა რონი ძალიან ლეგენდააა მოგვენატრა მადრიდისტებს

3

5 მარტი 2019 03:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: jeko real madrid
კრიშტიანო ყოფილიყო ვინიციუსის მაგივრად ნახევარს გაიტანდა

არც იყო საჭირო თქმა

4

5 მარტი 2019 18:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამხელა პოემა რო არ გადმოგეტანათ მოკლედ ვერ დაწერდით? :დ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)