მარსელოს „რეალმა“ გადაწყვეტილება მიაღებინა
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ მარსელო ვიეირას გადაწყვეტილება მიაღებინა...
ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბლანკოსის“ დატოვებას არ აპირებდა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „იუვენტუსის“ შემოთავაზებაზე უარის თქმას აღარ აპირებს.
ვიცე-კაპიტანი ზაფხულს დაელოდება. თუ კლუბის სათავეში სოლარი დარჩება, მარსელო „იუვენტუსისკენ“ აიღებს გეზს, ახალი მწვრთნელის მოსვლის შემთხვევაში კი ახალ გეგმებს მოისმენს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
განაპირა მცველი არ აპირებს, რომ სათადარიგოთა სკამზე დიდხანს დარჩეს.
- 4 მარტი 2019
- 4 797
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.