მოდრიჩი:„დროა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგებაზე ვიფიქროთ“
ლუკა მოდრიჩმა „ელ კლასიკოს“ შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ძალიან ცუდი მატჩი ჩავატარეთ. ფანტაზია გვაკლდა და შექმნილი მომენტების გოლად გარდასახვაც ვერ მოვახერხეთ.“
„მე ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგებაზე ვიფიქროთ და ვეცადოთ, რომ საოცრება შევძლოთ.“
„ბუნებრივია, ლა ლიგის ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გაკეთდეს.“
„12 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მაგრამ „ბარსელონასთან“ ამხელა სხვაობა არ უნდა შენარჩუნდეს.“
- 3 მარტი 2019
- 2 266
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.