სოლარი:„თუ გამიშვებენ, გადაწყვეტილებას დავემორჩილები“
სანტიაგო სოლარიმ „ელ კლასიკოს“ შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პრობლემა კვლავაც იგივე იყო. მომენტების რეალიზაციის კუთხით მოვიკოჭლებდით და დავისაჯეთ. ვერ ვიტყვი, რომ „ბარსელონამ“ „რეალზე“ კარგად იასპარეზა, მაგრამ შედეგს მიაღწია და სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა.“
„გუნდური სულისკვეთება არ გვაკლდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელზეც ვოცნებობდით.“
„ჩვენ „რეალი“ ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლას არ დავანებებთ თავს. იქამდე ვითამაშებთ, სანამ შანსი იარსებებს, ვალდებულნი ვართ, ასე მოვიქცეთ.“
„ბეილმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის. უელსელი ბევრს ცდილობდა, მაგრამ არც თანაგუნდელები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე.“
„ძალიან ბევრი მცდელობა გვქონდა, გარკვეულ მომენტები სიტუაცია მწვავებდებოდა და „ბარსელონას“ დაცვა შესანიშნავად ასპარეზობდა, გარკვეულ მომენტებში კი უბრალოდარ გვიმართლებდა.“
„თუ ამ წაგების გამო გამიშვებენ, გადაწყვეტილებას დავემორჩილები, ეს არაერთხელ მითქვამს, მაგრამ სანამ გუნდის სათავეში ვარ, მუშაობას დიდი ენთუზიაზმით ვაპირებ.“
„ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთელების 0-3 წაგებული მატჩის გამო ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდათ. ეს საღამო ახალი იყო და არა ძველი დაპირისპირების გაგრძელება. აქ ხომ ყველაფერი 0:0-იდან დაიწყო.“
„კროოსი იმიტომ შევცვალე, რომ ნახევარდაცვაში სიახლე იყო საჭირო. ვალვერდეს თამაშს დადებითად ვაფასებ და ვთვლი, რომ მას დიდი მომავალი აქვს, როგორც ოდრიოზოლას, რეგილონს, ვინიციუსს და სხვებს.“
„დიდი მადლობა ქომაგებს, რომლებიც უდიდეს პატივისცემას იჩენენ ფეხბურთელთა მიმართ.“
„ჩემპიონთა ლიგაზე? ამ საკითხზე ახლა განცხადებას არ გავაკეთებ, მზადებას დავიწყებთ და ყველაფერზე შემდეგ ვისაუბროთ.“
- 3 მარტი 2019
- 2 617
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.