ვან დერ ვაარტი გუნდს დაუბრუნდა
მადრიდის "რეალმა" დღეს ვარჯიში გამართა. ორივე ჰოლანდიელი ფეხბურთელი, როისტონ დრენტე და რაფაელ ვან დერ ვაარტი სრული დატვირთვით ემზადებოდნენ.
როისტონ დრენტე მარჯვენა ფეხის არეში ტკივილებს აღარ გრძნობს და მზადაა სათამაშოდ. რაც შეეხება ვან დერ ვაარტს, იგი უკვე გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა გუშინ სპორტულ დარბაზში ივარჯიშა.
კაკა და რაული ისევ ფიზიკურ სამუშაოებს ასრულებენენ. შეგახსენებთ, რომ მადრიდისტების კაპიტანი ორი სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება კლუბს, რადგან მან მარჯვენა ფეხი დაიზიანა.
დღეს იკერ კასილასი და ერჟი დუდეკი ტრადიციულად მეკარეების მწვრთნელმა ხაბიერ მანჩისიდორმა ავარჯიშა. ეს ორი კარის დარაჯი დღეს თანაგუნდელების დარტყმულებს იგერიებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს 15 აპრილს სამეფო კლუბს "ალმერია" უმასპინძლებს.
აქვე გთავაზობთ ვარჯიშის ვიდეოს.
- 13 აპრილი 2010
- 1 996
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.