ბუტრაგენიო:„ვერ ვიტყვი, რომ ეს საღამო სოლარის მწვრთნელობის დასასრულია“
ემილიო ბუტრაგენიომ „ელ კლასიკო“ შეაფასა...
„დაძაბული საღამო იყო, სადაც „რეალი“ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ტაბლოზე ნაჩვენები შედეგი სულ სხვა რეალობას ასახავს. მომენტების „რეალიზაციის“ კუთხით ძალიან ცუდი მაჩვენებლები გვქონდა.“
„ვინიციუს ჟუნიორი საოცარი ფეხბურთელია. 18 წლის ბიჭი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გამოვიდა და მოედანზე საოცრებები ჩაიდინა, გვიხარია, რომ მას დიდი მომავალი აქვს.“
„დავმარცხდით, მაგრამ უნდა გავერთიანდეთ და შაბათის მატჩზე ვიფიქროთ. ლა ლიგაში „ბარსელონას“ დამარცხება ყველაფერს შეცვლის.“
„ვერ ვიტყვი, რომ ეს საღამო სოლარის მწვრთნელობის დასასრულია. არგენტინელი ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე.“
- 28 თებერვალი 2019
- 2 112
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.