ოპერაცია ნეიმარი იწყება - „რეალი“ ხმაურიან ტრანსფერს ჩარხავს
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი“ „ოპერაცია ნეიმარს“ იწყებს, რომლის მიხედვითაც, ბრაზილიელი ფეხბურთელი ზაფხულში „ბლანკოსში“ უნდა აღმოჩნდეს...
მიუხედავად იმისა, რომ ალ ჰელაიფი ნეიმარის დათმობას არ აპირებს, ფლორენტინო პერესი იმედს არ კარგავს და სჯერა, რომ ბრაზილიელს დაიმატებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდულ მხარე ხამეს როდრიგესს „ბაიერნიდან“ დაიბრუნებს და კოლუმბიელს „პსჟ“-ში გაუშვებს, გარდა ამისა ფრანგულ მხარეს 185 მილიონ ევროს გადაუხდის და ნეიმარს გაიფორმებს.
ეს არის წინადადება, რომელიც პერესმა შეიმუშავა და „პსჟ“-ს უკვე მიმართა.
- 26 თებერვალი 2019
- 2 893
- 10