სოლარი „ელ კლასიკოებში“ ბეილის გამოყენებას არ გეგმავს
გავრცელებული ინფორმაციით, გარეთ ბეილისა და სანტიაგო სოლარის ურთიერთობა იდეალური არ არის, რაც უელსელი ფეხბურთელის ინერტულობითაა გამოწვეული. არგენტინელი სპეციალისტი ბეილის მუშაობით უკმაყოფილოა, რაც მის სათამაშო კონდიციაზეც აისახება.
„მარკას“ ინფორმაციით, სოლარის „ელ კლასიკოებში“ ბეილის გამოყენება არ აქვს დაგეგმილი და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, უელსელი სათადარიგოთა სკამზე დარჩება.
სოლარი ფსონს ვინიციუს ჟუნიორზე, ბენზემაზე, ვასკესსა და ასენსიოზე ჩამოდის, რომლებიც მომდევნო 2 „ელ კლასიკოში“ შეუტევებენ.
დიდი ალბათობით, სამეფო თასზე ვინიციუსი-ბენზემა-ვასკესის ტრიოს ვიხილავთ, ლა ლიგაში კი ვინიციუსი-ბენზემა-ასენსიოს ტრიოს.
- 26 თებერვალი 2019
- 1 788
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.