ნაჩო ლა ლიგის „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს
ნაჩო ფერნანდესმა „ლევანტესთან“ დაპირისპირებაში ყვითელი ბარათი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სანტიაგო სოლარის ლა ლიგის „ელ კლასიკოში“ ვერ დაეხმარება.
ესპანელ ფეხბურთელს აქამდე 4 ყვითელი ჰქონდა, 5 გაფრთხილების გამო კი ერთ მატჩს ავტომატურად ტოვებს, რომელიც სამწუხაროდ, „ბარსელონასთან“ დაპირისპირება გამოდგა.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ფერნანდესმა მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისაც წითელიც მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ დისკვალიფიკაციის გარდა, ესპანელს დამატებით 1 ყვითელი ბარათი დარჩება და ახალი ათვლა ნულიდან აღარ დაიწყება.
- 25 თებერვალი 2019
- 1 222
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.