ლუკას ვასკესმა მიმდინარე სეზონის 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა
რაც არ უნდა გასაკვირი იყო, ლუკას ვასკესი მადრიდის „რეალის“ სასტარტო შემადგენლობის ერთ-ერთი შეუცლველი წევრი გახლავთ. გუნდიდან ჟულიენ ლოპეტეგის წასვლის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელი თითქმის ყველა მატჩში იღებს მონაწილეობას...
ესპანელი სტატისტიკოსები მიუთითებენ, რომ ლუკასმა მიმდინარე სეზონის 34 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე საერთო ჯამში 2139 წუთია.
ლა ლიგაში ვასკესმა 24-იდან ტურში 20 ტური იასპარეზა, საიდანაც 11-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო 9-ში მეორე ტაიმში შევიდა მოედნაზე. ესპანელ ფეხბურთელს შიდა პირველობაზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.
ვასკესი ასევე ხშირად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე. მან 7-იდან 5 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და 357 წუთი გაატარა მოედანზე. ესპანელმა 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო.
ვასკესი ყველაზე ნაყოფიერად „ლა კოპაზე“ გამოდის. ლუკასს 3 გოლი აქვს გატანილი, რაც მან 6 მატჩში შეძლო. საერთო ჯამში სამეფო თასზე მან 511 წუთი დაჰყო მინდორზე.
რაც შეეხება ესპანეთის სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს, სუპერთასზე ვასკესმა მხოლოდ 37 წუთი იასპარეზა, ხოლო მსოფლიო მუნდიალზე 152.
როგორც ვხედავთ, წინახაზელი „რეალში“ საკმაოდ სტაბილურად გამოდის და მწვრთნელის ნდობის მანდატითაც სარგებლობს.
- 24 თებერვალი 2019
- 942
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.