რამოსის პრეს-კონფერენცია
მადრიდის "რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა პრეს-კოფერენცია გამართა.
"მადრიდის "რეალი" ბოლომდე იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. ჩვენ კიდევ 21 ქულა გვაქვს მოსაპოვებელი,ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ასე რომ დანებებას არ ვაპირებთ."
"კატალონიის "ბარსელონას" სათამაშო აქვს "სევილიასa" და "ვილიარეალის" წინააღმდეგ. შესაძლოა მათ ამ ორი კლუბის წინაღმდეგ მატჩში ქულები დაკარგონ და ჩვენც შანსი მოგვეცეს. მახსოვს, როდესაც კაპელომ თასი მოგვაგებინა, ჩემპიონის ვინაობა ბოლო შეხვედრაში გაირკვა. ვფიქრობ ასე იქნება წელსაც."
"სავარაუდოდ "ალმერიას" წინააღმდეგ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვითამაშებ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებ, მთავარია მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ვთამაშობ და ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს."
"ჩვენ მანუელ პელეგრინის მხარს ვუჭერთ, რადგან სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ფეხბურთელებისგან მას სრული მხარდაჭერა აქვს იმის დასამტკიცებლად, რომ "რეალის" ხელმძღვანელობას იმსახურებს."
- 12 აპრილი 2010
- 1 725
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.