ბეილი ლა ლიგაში ნახევარს თამაშობს
გარეთ ბეილს ლა ლიგაში არც ისე დამაჯერებელი სტატისტიკა აქვს. უელსელმა ფეხბურთელმა შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ რეგრესს განიცდის, რაც მის სათამაშო წუთებზეც აისახა...
უელსელი ფეხბურთელი ლა ლიგის 24 ტურში 1242 სათამაშო წუთს მოითვლის იმ ფონზე, როდესაც მას შეეძლო 2160 წუთი დაეყო მოედანზე.
გამოდის, რომ სათამაშო წუთების თითქმის ნახევარს გარეთი სათადარიგოთა სკამზე ატარებს.
ბოლო დროის გარეთმა საერთოდ დაკარგა ადგილი შემადგენლობაში და სანტიაგო სოლარი წინა ხაზში ვინიციუს ჟუნიორის, ლუკას ვასკესისა და ბენზემას ტრიოს ენდობა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარეთი არც „ლევანტესთან“ მატჩში გავა სასტარტო შემადგენლობაში მოედანზე.
- 24 თებერვალი 2019
- 989
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.