„რეალის“ ახალი მიზანი - ლა ლიგის 87 ქულით დასრულება ! ! !
მადრიდის „რეალში“ ახალი მიზანი დაისახეს, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან რთულად შესასრულებელი სჩანს, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია...
სანტიაგო სოლარის აქვს მისია, რომელიც ლა ლიგის 87 ქულით დასრულებას გულისხმობს.
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 14 ტურია დარჩენილი, სადაც მადრიდის „რეალს“ 42 ქულის მოპოვების შანსი აქვს. თუ სამეფო კლუბი ამ შედეგს დააფიქსირებს ტურნირს 87 ქულით დაასრულებს. მადრიდში თვლიან, რომ მსგავსი მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში კლუბი „ბარსელონას“ გაასწრებს და ლა ლიგის გამარჯვებული გახდა.
იმისათვის, რომ „ბლანკოსმა“ საოცრება შეძლოს, ლა ლიგაში ზედიზედ 14 მატჩი უნდა მოიგოს და საბოლოო ჯამში სეზონის ბოლოს კლუბს 28 მოგება, 3 ფრე და 7 წაგება დაუგროვდება.
- 24 თებერვალი 2019
- 1 681
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.