ლოპეტეგი:„ვინიციუსი წელს ვერაფერს მიაღწევდა,რომ არა სხვების ტრავმები“
ჟულიენ ლოპეტეგიმ ვინიციუს ჟუნიორთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა...
„ის, რომ ბრაზილიელს დიდი მომავალი აქვს საკვირველი არ არის. ხელმძღვანელობამ ვინიციუსი იმიტომ იყიდა, რომ მასში დიდი პერსპექტივა დაინახა, თუმცა ვინი წელს ვერაფერს მიაღწევდა, რომ არა ის ტრავმების ეპიდემია, რომელიც კოლექტივში სანტიაგო სოლარის მისვლის შემდეგ იყო.“
„არ თამაშობდა ასენსიო, ასევე ბეილი, ვერ ივარჯიშა ვასკესმა, მარიანოს ტრავმა უსასრულოდ გაიწელა. ამ შემთხვევაში, სოლარი იძულებული გახდა ბრაზილიელისთვის შანსი მიეცა.“
„რატომ გავამწესე ვინიციუსი „კასტილიაში“? იმიტომ, რომ მისთვის ფსიქოლოგიური წნეხი ამერიდებინა და ევროპასთან ადაპტირება უფრო მარტივად მომხდარიყო.“
- 22 თებერვალი 2019
- 2 688
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.