აზარის გადმოვლის შემთხვევაში, ვინიციუსის იჯარით წასვლა რეალურია
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი „მილანის“ წინადადებას ჯერ კიდევ განიხილავს, თუმცა ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება...
იმ შემთხვევაში, თუ ედენ აზარის ტრანსფერი წარმატებით დასრულდა, „რეალი“ ვინიციუსს 1 წლიანი იჯარით სერია „ა“-ში გაუშვებს. მადრიდში თვლიან, რომ ბელგიელის მოსვლის შემდეგ ვინიციუსის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც მის კარიერულ განვითარებას ხელს შეუშლის, აქედან გამომდინარე, თავად ბრაზილიელისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ახალი გამოწვევის მიღება და ის „მილანიდან“ გაცილებით გამოცდილი დაბრუნდება და „რეალს“ მეტ სარგებელს მოუტანს.
ეს ინფორმაციები ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდება. ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება ვინის ნაჩვენების თამაშის ხარისხს, რომელსაც ის სეზონის დასკვნით ეტაპზე შემოგვთავაზებს.
- 21 თებერვალი 2019
- 2 870
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.