კროოსი ლიგის მოქმედი ჩემპიონის რანგში ყველაზე მეტს თამაშობს
ტონი კროოსს მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის 3 თასი აქვს მოგებული, თანაც ზედიზედ....
დღეს 1000 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანელმა ფეხბურთელმა „ბლანკოსთან“ ერთად ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგო და მას შემდეგ მუდმივად მოქმედი ჩემპიონის რანგში თამაშობს, ვინაიდან სწორედ მას შემდეგ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას არავის უთმობს...
აღსანიშნავია, რომ „რეალის“ მხრიდან 2016 წლის მაისის შემდეგ, ტონი კროოსმა მოქმედი ჩემპიონის რანგში ყველაზე მეტი მატჩი გამართა. გერმანელი ფეხბურთელის ანგარიშზე 31 დაპირისპირებაა. ტონიმ მწვანე მინდორზე 2517 წუთი დაჰყო, გულშემატკივარს კი 2 გოლითა და 4 ყვითელი ბარათით დაამახსოვრა თავი.
- 21 თებერვალი 2019
- 1 118
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.