სოლარიმ პრეზიდენტს განუცხადა, რომ მისი არ ეშინია
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესისა და სანტიაგო სოლარის შეხვედრის დროს მხარეებმა სხვადასხვა საკითხი მიმოიხილეს. პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა 2 საათზე მეტ ხანს ივახშმეს...
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოლარიმ ფლორენტინო პერესს განუცხადა, რომ მისი არ ეშინია და კარგად იცის, რომ მის მომავალს „ელ კლასიკოები“ განაპირობებს.
ამასთანავე არგენტინელმა სპეციალისტმა დასძინა, რომ მისი დარჩენის შემთხვევაში ზაფხულში კლუბმა რამდენიმე ტოპ ტრანსფერი უნდა განახორციელოს, ხოლო გარეთ ბეილი აუცილებლად დატოვებს გუნდს.
კულუარული ინფორმაციით, სოლარიმ ედენ აზართან ერთად კვლავ მოითხოვა კილიან მბაპე და პრეზიდენტს მოუწოდა, ფრანგის სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის გადახდისკენ.
- 21 თებერვალი 2019
- 3 064
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.