სამეფო კლუბი სერიოზულად განიხილავს მაურინიოს კანდიდატურას
ესპანურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ჟოზე მაურინიოს რეალში გადასვლის ალბათობა ძალიან დიდია. ფლორენტინო პერესი სერიოზული თანხის გამზადებას აპირებს, რათა "ბლანკოსში" პორტუგალიელი მწვრთნელი იხილოს. საუბარია ხელფასზე, რომელიც ჟოზეს დაენიშნება რეალის მწვრთნელობის სანაცვლოდ, ეს თანხა 16 მილიონ ევროს შეადგენს წელიწადში...
პორტუგალიელი სპეციალისტი ამჟამად , მილანის ინტერს უდგას სათავეში და საკმაოდ წარმატებითაც, იტალიელები უკვე გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში და კატალონიის ბარსელონასთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა.
ფლორენტინო პერესი და ხორხე ვალდანო ჟოზესთან შეხვედრას და დეტალების განხილვას აპირებენ. კულუარული ინფორმაციით, სეზონის ბოლოს მაურინიო ინტერს დატოვებს და სწორედ ესპანეთში წავა.
იტალიაში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. ინტერის პრეზიდენტი, მასიმო მორატი, ამ ინფორმაციას, ჟურნალისტების მიერ მოფიქრებულ ჭორად აფასებს და დარწმუნებულია, რომ ინტერის ახლანდელი მწვრთნელი, კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე დარჩება იტალიაში.
- 12 აპრილი 2010
- 2 054
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.