თუ მარსელო წავა, მის ადგილს აშრაფ ჰაკიმი დაიკავებს
მარსელო ვიეირას „რეალიდან“ წასვლის შესახებ ბევრი იწერება...
ბრაზილიელი ფეხბურთელი ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოს არის.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-კაპიტანი საოცრად უკმაყოფილოა სანტიაგო სოლარის გადაწყვეტილებებით და მოედანზე გასვლა სურს. ტურინის „იუვენტუსი“ კი ვიეირას სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდას აპირებს.
მადრიდის „რეალი“ ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებას გეგმავს, რომელიც დორტმუნდის „ბორუსიაში“ შესანიშნავად გამოდის. მადრიდში თვლიან, რომ მარცხენა ფლანგზე ჰაკიმსა და რეგილონს შორის ჯანსაღი კონკურენცია ფეხბურთელების თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე პირდაპირ აისახება.
- 15 თებერვალი 2019
- 3 719
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.