„რეალს“ არ სჯერა, რომ მარსელო „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მარსელო ვიეირას განცხადებების სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას არ სჯერა და დიდია რისკი იმისა, რომ ვიცე-კაპიტანმა მომდევნო ზაფხულს სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინულ კლუბს მიაშუროს...
განაპირა მცველმა არაერთხელ განაცხადა, რომ მადრიდში ბედნიერია, მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის ტურინელებთან ხშირ კონტაქტშია შემჩნეულია.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა მარსელოს, თუმცა მას „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, მის ხელშეკრულებას ვადა 3 წელიწადში ეწურება.
- 15 თებერვალი 2019
- 2 225
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.